Monday, July 17, 2017

პროექტის პორტფოლიო

   გავიარე ინტელის   ტრენინგი.შევისწავლე თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო  პროექტები  აქტუალურ  და საინტერესო თემებზე.რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე იქნება მორგებული. პროექტებით სწავლება საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ჩართოს ისინი სასწავლო პროცესში.
შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდტებული სასწავლო პროექტები. პროექტები მოსწავლეებს დაეხმარება მაღალი დონის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.იგი დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
   მადლობა ჩვენს ტრენერს ირინა მარკოზაშვილის საინტერესო და შინაარსიანი დრეებისთვის.







Tuesday, July 11, 2017

  დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო მოსწავლის  ცოდნაზე მორგებულ აქტივობებს. ვისწავლეთ რა  განსხვავებული საჭიროებები  უნდა გავითვალისწინო  და როგორ უნდა ვიმუშაო სკოლაში, რომ  მოსწავლეები მივიყვანოთ თვითრეგულაციამდე. რა აქტივობები უნდა გამოვიყენო რომ მოსწავლეები გახდნენ თვითრეგულირებადი. გავიგეთ ინდივიდუალური განსხვავებებს  სწავლის დროს. განვიხილეთ მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტი.ასევე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ინტელექტუალური  მხარეებზე სასწავლო ლროცესში.

Monday, July 10, 2017

მე-7 ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების ინსრუმენტები.მოსწავლეთა შესაფასებლად უნდა შევიმუშაოთ კრეატიული კითხვები.უნდა გამოვიყენო შეფასების დაგეგმვა, წინასწარ უნდა გავსჭვრიტო რას ვამოწმებ და შევიმუშაო  კრიტერიუმები.. ანუ თუ მე მინდ შევაფასო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი , უნდა ვიცოდე რა მოთხოვნები მექნება ამ ბავშვის შესახებ.შეფასების ინსტრუმენტები დამეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეებში  მაღალი,21 ს-ის უნარების გავითარებას.

Tuesday, July 4, 2017

  მეცადინეობაზე  გავეცანი თუ რა  რა ტიპის ნაშრომები უნდა გავაკეთებინოთ  მოსწავლეებს პროექტზე  მუშაობის დროს
  .მოსწავლეებს პროექტის დროს გავაკეთებინებ 1) საინორმაციო ბიულეტენს. 2) გავაკეთებინებ ბუკლეტს, რომელზეც დაიტანს  მის მიერ მოძიებულ ინფორმაციას , რომელიც უნდა გააცნოს მოსახლეობას.3) მოსწავლემ ასევე შეიძლება მოამზადოს პრეზენტაცია პოვერპოინტში.4) აკეთებს ჩანაწერებს კითხვა -პასუხის სახით..5) მოსწავლე ამზადებს ფლაიერებს.განვიხილეთ მოსწავლის ნიმუში, რადგანაც ნაშრომის გაკეთება აუცილებელია სასწ. მიზნების მისაღწევად.განხილულმა ნაშრომებმა დამანახა რომ აუცილებელია მისი მრავალფეროვნება. ნაშრომში უნდა ჩანდეს მისი ციდნის დემონსტრირება, თუ.-რა მოლოდინებს ველი მისგან.

Monday, July 3, 2017

    გავეცანით პროექტის შეფასებისთვის თუ რა  რუბრიკები და კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. როგორ დავწეროთ უკუკავშირები.  ტრენინგზე გავაკეთეთ სიმულაცია , რომელიც დამეხმარება იმის გარკვევაში, რა სახით და როგორ გავაკეთო კოლეგის უკუკავშირი. ვიმუშავეთ წყვილებში დდა ჯგუფებში.  განვიხილეთ პლაგიატიის შემთხვევები და ვიცით როგორ არ უნდა გამოვიყენოთ  სხვისი ნაშრომი.



Friday, June 30, 2017

 პროექტზე მუშაობისას მოსწავლეებში მაღალი საზროვნო უნარების  განსავითარებლად მრვალფეროვანი  აქტივობების  განსახორციელებლად  საჭიროაკარგად ვიცოდე  შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების გამოყენება. სწორად შერჩეული მეთოდი და ინსრუმენტი დამეხმარება სწავლის პროცესის გაანალიზებაში.    მნიშვნელოვანია ვიცოდე რომელი ინსტრუმენტი გამოვიყენო. რა არის ჩემი პროექტის მიზანი. მრავალფეროვანი სტრატეგუია ხელს შემიწყობს მოვერგო სხვადასხვა სახის ნამუშევარს .ეს გეგმა მომეხმარება და კარგად წარმოაჩენს შეფასების ფორმების გამოყენების თანმიმდევრობას.. ხელი შევუწყო მათი შესაძლებლობების გამოვლენას.

Thursday, June 29, 2017

 დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. განვიხილეთ პროექტის მიზნები და მიმართულებები,რომლებიც მისწავლეებს განუვითარებს ანალიზის,სინტეზის შეფასების უნარებს. გავანალიზე ტრენერის მიერ მოწოდებული საჭირო მასალა, რაც დამეხმარება  პროექტის დაგეგმაში. მიზნების სწორად გაწერა მნიშვნელოვანია არა მარტო პროექტის სწორად დაწყებაში,არამედ მოსწავლეებს საშუალებას  მისცემს  განუვითარდეს მაღალი სააზროვნო უნარები.ვიმსჯელეთ და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები.ეს კითხვები გამოავლენს  მოსწავლის წინარე ცოდნასა და საჭიროებებს . დამეხმარებ.სწორად დავაკავშირო გასავითარებელი უნარები მისაღწევ შედეგებთან.

Saturday, June 24, 2017

   პროექტი პრობლემის გადაჭრის ან ინიციატივის განხორციელებისკენ მიმართული მრავალენოვანი სამუშაოა.  პროექტი   მოსწავლეებში ზრდის მოტივაციას. ბავშვები არიან დამოუკიდებელი. მაღალია მათი ჩართულობა.უვითარდებათ კვლევა-ძიების, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და საკომუნიკაციო უნარები.პროექტით სწავლება აქტიურ და მიზანმიმართულ სწავლების საშუალებას იძლევა .ხშირად მოსწავლეები სვამენ კითხვებს- თუ  რატომ ვასწავლით ამა თუ იმ საკითხებს,რაში გამოადგებათ ამის ცოდნა. ამ კითხვებზე პასუხის გაცემა სწორედ  პროექტებში მოსწავლეთა ჩართვით არით შესაძლებელი. პროექტი სცდება სკოლის ფარგლებს, არის გრძელვადიანი და ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.