Monday, July 17, 2017

პროექტის პორტფოლიო

   გავიარე ინტელის   ტრენინგი.შევისწავლე თუ როგორ დავგეგმო და განვახორციელო  პროექტები  აქტუალურ  და საინტერესო თემებზე.რომელიც მოსწავლეთა ინტერესებზე იქნება მორგებული. პროექტებით სწავლება საშუალებას იძლევა განუვითაროს მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და ჩართოს ისინი სასწავლო პროცესში.
შევისწავლე თუ როგორ შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდტებული სასწავლო პროექტები. პროექტები მოსწავლეებს დაეხმარება მაღალი დონის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში.იგი დაეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
   მადლობა ჩვენს ტრენერს ირინა მარკოზაშვილის საინტერესო და შინაარსიანი დრეებისთვის.







Tuesday, July 11, 2017

  დღევანდელი მეცადინეობა დაეთმო მოსწავლის  ცოდნაზე მორგებულ აქტივობებს. ვისწავლეთ რა  განსხვავებული საჭიროებები  უნდა გავითვალისწინო  და როგორ უნდა ვიმუშაო სკოლაში, რომ  მოსწავლეები მივიყვანოთ თვითრეგულაციამდე. რა აქტივობები უნდა გამოვიყენო რომ მოსწავლეები გახდნენ თვითრეგულირებადი. გავიგეთ ინდივიდუალური განსხვავებებს  სწავლის დროს. განვიხილეთ მოსწავლეთა მრავალმხრივი ინტელექტი.ასევე ვიმუშავეთ მოსწავლეთა ინტელექტუალური  მხარეებზე სასწავლო ლროცესში.

Monday, July 10, 2017

მე-7 ტრენინგზე განვიხილეთ შეფასების ინსრუმენტები.მოსწავლეთა შესაფასებლად უნდა შევიმუშაოთ კრეატიული კითხვები.უნდა გამოვიყენო შეფასების დაგეგმვა, წინასწარ უნდა გავსჭვრიტო რას ვამოწმებ და შევიმუშაო  კრიტერიუმები.. ანუ თუ მე მინდ შევაფასო მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი , უნდა ვიცოდე რა მოთხოვნები მექნება ამ ბავშვის შესახებ.შეფასების ინსტრუმენტები დამეხმარება ხელი შევუწყო მოსწავლეებში  მაღალი,21 ს-ის უნარების გავითარებას.

Tuesday, July 4, 2017

  მეცადინეობაზე  გავეცანი თუ რა  რა ტიპის ნაშრომები უნდა გავაკეთებინოთ  მოსწავლეებს პროექტზე  მუშაობის დროს
  .მოსწავლეებს პროექტის დროს გავაკეთებინებ 1) საინორმაციო ბიულეტენს. 2) გავაკეთებინებ ბუკლეტს, რომელზეც დაიტანს  მის მიერ მოძიებულ ინფორმაციას , რომელიც უნდა გააცნოს მოსახლეობას.3) მოსწავლემ ასევე შეიძლება მოამზადოს პრეზენტაცია პოვერპოინტში.4) აკეთებს ჩანაწერებს კითხვა -პასუხის სახით..5) მოსწავლე ამზადებს ფლაიერებს.განვიხილეთ მოსწავლის ნიმუში, რადგანაც ნაშრომის გაკეთება აუცილებელია სასწ. მიზნების მისაღწევად.განხილულმა ნაშრომებმა დამანახა რომ აუცილებელია მისი მრავალფეროვნება. ნაშრომში უნდა ჩანდეს მისი ციდნის დემონსტრირება, თუ.-რა მოლოდინებს ველი მისგან.

Monday, July 3, 2017

    გავეცანით პროექტის შეფასებისთვის თუ რა  რუბრიკები და კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. როგორ დავწეროთ უკუკავშირები.  ტრენინგზე გავაკეთეთ სიმულაცია , რომელიც დამეხმარება იმის გარკვევაში, რა სახით და როგორ გავაკეთო კოლეგის უკუკავშირი. ვიმუშავეთ წყვილებში დდა ჯგუფებში.  განვიხილეთ პლაგიატიის შემთხვევები და ვიცით როგორ არ უნდა გამოვიყენოთ  სხვისი ნაშრომი.